|
2015-03-24 11:16:09, 5590 ნახვა
კულტურა
ჯაზის მომღერლის, გიული ჩოხელის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება
28 მარტს 20:00 საათზე თბილისის ივენთჰოლში პირველი ქართველი ჯაზის მომღერლის გიული ჩოხელის საიუბილეო საღამო გაიმართება და მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება. გიული ჩოხელმა შესრულების თამამი და დახვეწილი მანერით, გასული საუკუნის 50–60–იან წლებში საბჭოთა კავშირის ე.წ. კომერციულ მუსიკალურ სამყაროში ერთგვარი გადატრიალება მოახდინა. იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. გიული ჩოხელს სოლო პროგრამით ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ევროპის ქალაქებში არაერთი საგასტროლო ტურნე აქვს გამართული. სხვადასხვა დროს ის თანამშრომლობდა ცნობილ მუსიკოსებთან და ორკესტრებთან. 1953 წლიდან გიული ჩოხელი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია. 1963 წელს მან თავის მეუღლესთან,ცნობილ ჯაზ–პიანისტთან და კომპოზიტორთან ბორის რიჩკოვთან ერთად საქ.სახ. ფილარმონიაში ჩამოაყალიბა ბიგბენდი “ჩანგი“, სადაც მიწვეულნი იყვნენ ცნობილი უცხოელი ჯაზის მუსიკოსები. განსაკუთრებული აღიარება მომღერალს მოუტანა სოპოტის სიმღერის საერთა–შორისო ფესტივალმა 1967 წელს, სადაც მსოფლიოს 55 ქვეყნის წარმომადგენელთა შორის იგი გახდა „გრან–პრის“ მფლობელი და გიული ჩოხელი ევროპის საუკეთესო მომღერალთა ხუთეულში შეიყვანეს. ამავე წელს გიული ჩოხელი მიწვეულ იქნა ტალინის ჯაზ–ფესტივალზე, სადაც მოიპოვა ლაურეატის წოდება. მომღერალს მონაწილეობა აქვს მიღებული აგრეთვე თბილისის,მოსკოვისა და პრაღის საერთა–შორისო ჯაზ–ფესტივალებზე. 1995 წელს გიული ჩოხელი მიიწვიეს აშშ–ში, „კარნეგი–ჰოლში“ სტუმრის სტატუსით, როგორც პირველი ქართველი ჯაზის მომღერალი, სადაც დააჯილდოვეს ცნობილი ჯაზ–კომენტატორის უილის ქანოვერის მიკროფონით. ჟურნალმა „დიდმა ვაშინგტონმა“გიული ჩოხელს გადასცა ჯილდო მე–20 საუკუნის მსოფლიო ჯაზის განვითარებაში გაწეული წვლილისთვის. აშშ –ს ფირმა „ინტერპრაისისმა“ გამოსცა გიული ჩოხელის ფირფიტა „მუდამ იქნება მუსიკა“. გიული ჩოხელზე გადაღებულია ფილმები: „მღერის გიული ჩოხელი“/ რეჟ.ზაალ კაკაბაძე/, „ყვითელი ჩიტი“ /სცენარის ავტ.გიული ჩოხელი/ და „ეს იყო სიზმარი“/რეჟ. ლევან კიტია/. ივენთჰოლში გამართულ კონცერტზე შესრულდება სიმღერები გიული ჩოხელის რეპერტუარიდან. კომპოზიციების ახლებური ვერსიების ავტორია, კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მაზანაშვილი. კონცეტრში მონაწილეობენ: გიული ჩოხელი, გულიკო ჭანტურია, მერაბ სეფაშვილი, ეკა მამალაძე, ნეკა სებისკვერაძე, მაკა ზამბახიძე, დათო გომართელი, სოფო გელოვანი, სოფო ბედია, მარიკო ებრალიძე, ლევან მასპინძელაშვილი, თიკო ანდღულაძე, ელენე კალანდაძე, ანსამბლი ,,დიელო“, თეატრალურის კვარტეტი და დავით მაზანაშვილის ორკესტრი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)