05:42 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-28 21:31:46, 1783 ნახვა

სამართალი
მარიამ ჯაში: 5 დეკემბერს კომიტეტის წევრებთან ერთად მოვისმენთ „აუდიტორია 115“-ისა და სხვა სტუდენტების პოზიციებს

5 დეკემბერს კომიტეტის წევრებთან ერთად მოვისმენთ „აუდიტორია 115“-ისა და სხვა სტუდენტების პოზიციებს, - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა „აუდიტორია 115“-ის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მარიამ ჯაში „აუდიტორია 115“-ის წევრებს მიმართავს, საპროტესტო აქციები შეაჩერონ, რათა სტუდენტებს სწავლის შეუფერხებლად გაგრძელების საშუალება მიეცეთ. 

როგორც მან აღნიშნა, ის იზიარებს სტუდენტების გარკვეულ პოზიციებსაც, რომელიც ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობასა და არჩევის წესზე თანაბარ შესაძლებლობას გულისხმობს. 

„პირადად მე ვიზიარებ ორ ძირითად პრინციპს: ეს არის თანაბარი უფლებები ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობაზე სტუდენტებისთვის და გარკვეული ცვლილებები, რომელიც სტუდენტებს თანაბარ შესაძლებლობას მისცემს, მათ შორის არჩევის წესზე. საჭიროა უფრო ფართო ფორმატში სამუშაო პროცესის დაწყება და მზად ვართ შევასრულოთ მედიატორის როლი. პირველი შეთანხმება უკვე მიღწეულია, რომ 5 დეკემბერს გაფართოებულ ფორმატში კომიტეტის წევრებთან ერთად მოვისმენთ „აუდიტორია 115“-ისა და სხვა სტუდენტების პოზიციებს. ჩვენ დავიწყებთ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცედურას. ჩემი პრინციპული თანხმობა არ ნიშნავს, რომ ჩემი კოლეგების თანხმობაც გარანტირებულია“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics