05:00 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-28 11:17:20, 686 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა მინისტრის რანგში უწყების ხელმძღვანელ პირებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

ფინანსთა მინისტრის რანგში დიმიტრი ქუმსიშვილმა პირველი სამუშაო შეხვედრა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან გამართა.

უწყების ახალი ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილეებსა და დეპარტამენტის უფროსებს ოფიციალურად ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა  წარუდგინა.  

მან კოლეგებს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და დიმიტრი ქუმსიშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ნოდარ ხადურს უწყების ხელმძღვანელობისთვის და განაცხადა, მისთვის მნიშვნელოვანია, ჩაიბაროს ისეთი საპასუხისმგებლო ორგანიზაცია, როგორიც ფინანსთა სამინისტროა.

„დღეს, ჩემი პირველი სამუშაო დღეა ფინანსთა სამინისტროში. ძალიან მნიშვნელოვან პროცესს ვიწყებთ. ხვალ, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს წარვადგენთ მთავრობაში, შემდგომ - საქართველოს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ფინანსთა სამინისტრო, როგორც მნიშვნელოვანი ინსტიტუტი გავლენას იქონიებს ქვეყნის სწრაფი განვითარების მიმართულებით, რისთვისაც ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული",  - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics