02:44 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-23 09:48:19, 1498 ნახვა

სამართალი
შსს-ს ბელარუს ჟურნალისტთა დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ბელარუს ჟურნალისტთა დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის შემადგენლობაში ბელარუსის ტელევიზიებისა და პრესის ჟურნალისტები იყვნენ.

შსს-ს ინფორმაცით, შეხვედრაზე შალვა ხუციშვილი დელეგაციის წევრებს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობაზე, უწყებაში დაგეგმილ პროექტებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ესაუბრა. ბელარუსი ჟურნალისტები საქართველოს შს სამინისტროში წარმატებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებით, განსაკუთრებით - ახლადშექმნილი ერთობლივი ოპერაციების ცენტრით დაინტერესდნენ.

შს მინისტრის მოადგილემ სტუმრებს გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით სამინისტროში დაწყებული ახალი პროექტი - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ გააცნო, რომელსაც შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი ახორციელებს.

„ახალი პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში, ვიდეოანალიტიკური პროგრამებით აღჭურვილი ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ დამონტაჟება, მათი ჩართვა შს სამინისტროს ერთიან ქსელში და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მიერ ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით აღნიშნული კამერების უწყვეტი მონიტორინგი. პროექტის მიზანია პოლიციის საქმიანობაში მაღალი ტექნოლოგიების როლის გაზრდა და დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება. ერთობლივი ოპერაციების ცენტრი შსს-ს ტექნოლოგიების ცენტრალიზებულ ჰაბს წარმოადგენს. იგი დანაშაულის პრევენციას, მომხდარ დანაშაულზე ოპერატიულ რეაგირებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენასა და აღკვეთას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.

შეხვედრის დასასრულს, უცხოელმა სტუმრებმა საპატრულო პოლიციის ავტომანქანები და პატრულ-ინსპექტორების აღჭურვილობა დაათვალიერეს.

ბელორუსი ჟურნალისტები, ასევე, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს ეწვივნენ. ისინი „112“-ის მუშაობის სპეციფიკას, ცენტრის სერვისებსა და ინოვაციურ პროექტებს გაეცნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics