|
2016-11-21 17:15:15, 718 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხები: სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის საკითხის განხილვა, თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხის განხილვა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესის განხილვა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის შეცვლისა და ახალი უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხის განხილვა. სხდომას ირაკლი სესიაშვილის გარდა საბჭოს ყველა მუდმივი წევრები ესწრებიან. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფება პრემიერ- მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი. სხდომას უშიშროების საბჭოს მდივნის რანგში პირველად ესწრება დავით რაქვიაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)