19:23 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 12:44:19, 2057 ნახვა

მსოფლიო
ნიუ-იორკში ტრამპ-თაუერის ცათამბჯენის თავზე საჰაერო სივრცე არასაფრენ ზონად გამოცხადდა

აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ ნიუ-იორკში ტრამპ-თაუერის ცათამბჯენის თავზე საჰაერო სივრცე არასაფრენ ზონად გამოაცხადა, - ამის შესახებ დასავლური მედია იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ტრამპ-თაუერში აშშ-ის ახალადრჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შტაბ-ბინა მდებარეობს. არასაფრენი ზონის რადიუსი 3,7 კილომეტრია. ამ ზონის ერთი კილომეტრის თავზე ფრენა აიკრძალა. გამონაკლისს მხოლოდ საიდუმლო სამსახურის თვითმფრინავები, სამხედრო თვითმფრინავები და საგანგებო სამსახურების თვითმფრინავები წარმოადგენენ.

არასაფრენი ზონა გამოცხადდა ინდიანაპოლისში ახალარჩეული ვიცეპრეზიდენტის მაიკლ პენსის რეზიდენციის რაიონში.

არასაფრენი ზონების მოქმედების ვადა 21 იანვარს, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ იწურება.

მედიის ცნობით, აშშ-ის მომავალი და ყოფილი პრეზიდენტების რეზიდენციების თავზე საჰაერო ზონის დაკეტვა სტანდარტული პროცედურაა. მაგალითად, არასაფრენი ზონა მოქმედებს ჯორჯ ბუშ-უმცროსის რანჩოს თავზე ტეხასში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics