17:36 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-10 12:43:33, 1991 ნახვა

მსოფლიო
ბარაკ ობამა დღეს დონალდ ტრამპს თეთრ სახლში უმასპინძლებს

ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრ სახლში ახლადარჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს უმასპინძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC იუწყება.

მედიის ცნობით, პრეზიდენტების შეხვედრა საქართველოს დროით 20:00 საათზე გაიმართება.

ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა პირობა დადონ, რომ დონალდ ტრამპისთვის ხელისუფლების წარმატებულ გადაცემას უზრუნველყოფს.

“ჩვენ ყველა ვგულშემატკივრობთ მის წარმატებას ქვეყნის გაერთიანებაში და მართვაში. მინდა თავად დავრწმუნდე, რომ უფლებამოსილების გადაცემა წარმატებით ჩაივლის, რადგან, საბოლო ჯამში, ერთ გუნდში ვართ",-აღნიშნა ობამამ.

მანამდე ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპს დაურეკა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მეუღლესთან ერთად მივა. მელანია ტრამპი მიშელ ობამასთან შეხვედრას გამართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics