|
2016-11-10 10:29:12, 655 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის სტუდენტური სტაჟირების პროგრამა „დაიწყე კარიერა“ გრძელდება
თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას „დაიწყე კარიერა“, რომლის ფარგლებში თბილისში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მესამე და მეოთხე კურსის (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის - მესამე, მეოთხე მეხუთე კურსის) სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ 3 თვიანი, არაანაზღაურებადი პროფესიული პრაქტიკა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დარეგისტრირებული სტუდენტები განათლების პროფილისა და ორგანიზაციის პროფესიული მიმართულების გათვალისწინებით გადანაწილდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში (შპს, ააიპ). მათივე ცნობით, სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს, გამონაკლისს წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სადაც მე-5 კურსის სტუდენტებსაც ეძლევათ მონაწილეობის მიღების უფლება. სტუდენტები პროფესიულ სტაჟირებას გაივლიან შემდეგი მიმართულებებით: ხელოვნება, სპორტი, განათლება, ვეტერინარია, სამართალი, ტრანსპორტი, ჯანდაცვა და მედიცინა, არქიტექტურა მშენებლობა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, კომპიუტერული მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, საინჟინრო მეცნიერებები და ტექნოლოგიები, არქიტექტურა-მშენებლობა სტუდენტების გადარჩევა მოხდება GPA-ს საფუძველზე, ერთნაირი ქულების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველი (ოჯახის ქულა 70 000-ზე ნაკლები) ოჯახის წევრ სტუდენტებს. სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის უნდა შეავსოთ აპლიკაცია 2016 წლის 8 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით (24:00 საათამდე) თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://tbilisi.gov.ge/news/3101 (NS)
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)