23:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 13:08:10, 800 ნახვა

საზოგადოება
ჩიქოვანის 30-ში საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა

ჩიქოვანის ქუჩის N30-თან საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთი, ჩიქოვანის N34-სა და N36-ს შორის მდებარეობს, სადაც საბურთალოს რაიონის გამგეობამ ახალი სკვერები მოაწყო.

მათივე ცნობით, საბურთალოს რაიონის გამგეობამ შესაბამისი პროექტი რამდენიმე თვის წინ მოამზადა და სამუშაოებიც დაიწყო.

კედლის მშენელობა უკვე დასრულებულია როგორც მდინარე ვერეს ხევის, ისე უშუალოდ ჩიქოვანის ქუჩის მხრიდან.

კედლის პარალელურად, გაკეთდა კორპუსებთან ასასვლელი კიბე.

სამუშაოები კომპანია „ლაგომ“ შეასრულა და მისი ღირებულება 21000 ლარია. ამავე ტერიტორიაზე, საბურთალოს რაიონის გამგეობა წელს სპორტულ მოედანს ააშენებს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics