|
2015-03-20 10:01:39, 844 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
ფინანსთა სამინისტრო მოითხოვს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საჯაროდ უარყოს. როგორც უწყების განაცხადებაშია ნათქვამი, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ფინანსთა სამინისტრო 2014 წელს ხარჯების ათვისებისა და დეფიციტის შესახებ არასწორი მონაცემების გამოქვეყნებაში დაადანაშაულა. „აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს საზოგადოებას მიაწოდოს კვალიფიციური და ზუსტი ინფორმაცია: 2014 წლის დეკემბრის ბოლო დღეებში გადაჭარბებით მიღებული საგადასახადო შემოსავლებიდან 82 მლნ ლარი საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული წესით, მიიმართა დაბრუნების ქვეანგარიშზე (საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის მე-8 ნაწილი). საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, ქვეანგარიშზე გადატანილი თანხები არ აღირიცხება ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების შესრულების მაჩვენებელში, არამედ წარმოადგენს დეპოზიტზე ნაშთის დაგროვებას (საბიუჯეტო კოდექსის მე-181 მუხლის მე-2 ნაწილი); არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც მუშაობს საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე, წესით უნდა იცოდეს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აღნიშნული დებულებები... საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადება იმის თაობაზე, რომ „2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს აუთვისებელი დარჩა არა ოფიციალურად გამოქვეყნებული 70.19 მილიონი ლარი, არამედ 82 მილიონი ლარით მეტი და საერთო აუთვისებელმა თანხამ 150 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა“, რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია, რადგან დამატებით მიღებულ შემოსავლებსა და დაგეგმილი ხარჯების აუთვისებლობას შორის უბრალოდ არანაირი კავშირი არ არსებობს; რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელს, ფინანსთა სამინისტროს მიერ არაერთხელ გაცხადდა და ეს დაადასტურეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა, რომ აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2014 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ზე ნაკლები შეადგინა; ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული მასალა, თითქოს ფინანსთა სამინისტრომ საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი შეგნებულად გაზარდა - მცდარია. ან რა მოტივით უნდა გამოექვეყნებინა სამინისტროს დეფიციტის მაღალი მაჩვენებელი, როდესაც ჩვენი მთავარი მიზანი ამ მაჩვენებლის შემცირებაა. ძალიან სამწუხაროა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან, მათ შორის, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთან“, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შესაძლოა მიიღოს ასეთი არაკვალიფიციური ანგარიში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვითხოვთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ დაუყოვნებლივ, საჯაროდ მოახდინოს მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)