21:50 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-03 18:44:28, 910 ნახვა

საზოგადოება
კრწანისში 300 არაგველის ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო

კრწანისში 300 არაგველის ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო.

კრწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე მოიკირწყლება ბილიკები, შეიცვლება განათების ქსელი, ბაღს დაემატება ახალი ნარგავები.

მათივე ცნობით, მეორე ეტაპზე გალავნის ბურჯების მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია არქეოლოგიური გათხრები და კრწანისის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა საფლავებთან სარიტუალო სივრცის მოწყობა.

ცნობისთვის, ბაღი თბილისის ისტორიულ გალავანთან, კრწანისის ბრძოლის ადგილას, გასული საუკუნის 30-იან წლებში გაშენდა, 1959 წელს კი ტერიტორია კეთილმოეწყო, თუმცა დღემდე მისი რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. 2015 წელს, კრწანისის გამგეობის დაფინანსებით, მხოლოდ ისტორიული გალავნის ბურჯებს ჩაუტარდა საკონსერვაციო სამუშაოები. ბაღის სრული რეაბილიტაცია 2017 წელს დასრულდება.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics