|
2015-03-19 18:22:40, 496 ნახვა
პოლიტიკა
თენგიზ ფხალაძე: დღეისათვის რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრისთვის არანაირი მზადება არ მიმდინარეობს
საგარეო საქმეთა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, თენგიზ ფხალაძის, ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრისთვის არანაირი მზადება არ მიმდინარეობს. როგორც ფხალაძემ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის, განცხადებასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, საქართველო მტკიცედ დგას იმ პოზიციაზე, რომ ნებისმიერი მწვავე პრობლემა მშვიდობიანი, მოლაპარაკების გზით უნდა გადაიჭრას. აქედან გამომდინარე, ფხალაძის თქმით, პრეზიდენტი ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის მზადაა, თუკი ის რუსეთთან არსებული პრობლემების გადაჭრას მიზნად რეალურად ისახავს. "საქართველოს სახელმწიფოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ნებისმიერი მწვავე პრობლემა მშვიდობიანი, მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს. აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს ასევე არაერთხელ დაუფიქსირებია მზადყოფნა ნებისმიერი მოლაპარაკებებისათვის, თუკი ეს მოლაპარაკება რეალურად ისახავს მიზნად იმ უმწვავესი პრობლემების გადაჭრას, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან არსებობს და რომელიც რეალურად ჩვენს საზოგადოებას აწუხებს.დღეისათვის, მსგავსი შეხვედრის მზადებისათვის არანაირი მზადება არ მიმდინარეობს.თუმცა, ისევ და ისევ, საქართველო მტკიცედ დგას იმ პოზიციაზე, რომ ნებისმიერი მწვავე პრობლემა უნდა გადაიჭრას მშვიდობიანი და მოლაპარაკების გზით და საქართველო ნებისმიერ მწვავე პრობლემაზე სასაუბროდ მზადაა",-განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. მისივე განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის უცნობია, თუ რას ეფუძნება რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადება. თუმცა, ფხალაძე აღნიშნავს, რომ პირველი პირების შეხვედრის შემოთავაზების შემთხვევაში, მზად არიან, შემოთავაზება სერიოზულად განიხილონ. "მე არვიცი რას ეყრდნობა ამ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახური, მსგავსი ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გვაქვს, მსგავსი ტიპის სამზადისი არ მიმდინარეობს, მსგავსი ინფორმაცია არ გავქვს არც საგარეო საქმეთა სამინისტროსგან და არც პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის მხრიდან. ასეთი სამზადისი დღეისათვის არ მიმდინარეობს. თუკი იქნება შემოთავაზება, მზად ვართ, ეს შემოთავაზება სერიოზულად განვიხილოთ",-განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. შეგახსენებთ, სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ქართველი და რუსი დიპლომატები რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრას არ გამორიცხავენ. „რუსეთის ფედრაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეხვედრას არ გამორიცხავენ ქართველი და რუსი დიპლომატები. მოსკოვი დაინტერესებულია, რომ ურთიერთობები დაარეგულიროს თბილისთან. რუსეთს სურს თავის ყველა მეზობელთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, რუსეთი საქართველოს მეგობარ ქვეყანად მიიჩნევს, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე გაგრძელდება“, -განაცხადა პესკოვმა.
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)