14:22 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 10:48:24, 1913 ნახვა

მსოფლიო
დავით საყვარელიძეს ხარკოვში ბრილიანტის მწვანე შეასხეს

ხარკოვში სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ,“ნაციონალური მოძრაობის” წევრსა და უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს, დავით საყვარელიძეს ბრილიანტის მწვანე (ზელიონკა) შეასხეს, - ამის შესახებ ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს და საყვარელიძის ფოტოს აქვეყნებს.

“ხარკოვში, სტუდენტებთან გამოსვლის შემდეგ, ქუჩაში, დავით საყვარელიძეს სახეზე “ზელიონკა” შეასხეს. როგორც ჩანს, „ტიტუშკებს“ ძალიან უყვართ Halloween-ი,  ღირს ბრძოლა, რომ Halloween-ი არ გაგრძელდეს წელიწადში 365 დღე“, -წერს  მიხეილ სააკაშვილი.

მომხდარს თავად დავით საყვარელიძეც გამოეხმაურა.

როგორც საყვარელიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, უკრაინელი ხალხი არაშორსმჭვრეტელ ლიდერებს მალე ჩამოირეცხავს.

„მინდა, მათ იმედები გავუცრუო, ასე მარტივად ჩვენ არ ვნებდებით. ჩვენ ასეთი გამოხტომებით ვერ შეგვაშინებთ. ისეთი, როგორიც მე ვარ, უკრაინაში მილიონია. მესმის, რომ ქუჩური, ხულიგნური მეთოდებით მოქმედებას შეეჩვივნენ და ზუსტად მათი დამსახურებაა, რომ დროებით ხელისუფლებაში მოვიდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი ხალხი მალე ჩამოირეცხავს არაშორსმჭვრეტელ ლიდერებს და გაგზავნის მათ პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე, ისევე როგორც მე ვირეცხავ "ზელიონკას". ეთერში უნდა გავიდე, სადაც გავაგრძელებ სიმართლის თქმას მოქმედ ხელისუფლებაზე, როგორც აქამდე ვაკეთებდი. ჩვენი ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება! კარგად გაეცანით ჩემს აღზრდასა და წარსულს, ასევე, საიდან ვარ", - წერს საყვარელიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics