|
2016-10-29 12:34:27, 985 ნახვა
რეგიონი
სოფელ უშაფათში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „სოფლის იმედი“ თხილის წარმოებას ახორციელებს
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათში მდებარე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „სოფლის იმედი“ წევრებს შეხვდნენ და კოოპერატივის საქმიანობას ადგილზე გაეცნენ. კოოპერატივში „სოფლის იმედი“ 31 მეპაიე გაერთიანებულია. კოოპერატივი თხილის წარმოება-გადამუშავებას ახორციელებს. ENPARD-ის (განმახორციელებელი CARE international) ფარგლებში, კოოპერატივმა გრანტის სახით თხილის გადამუშავებისთვის საჭირო მოწყობილობები - თხილის საშრობი, სატეხი, კალიბრატორი და გამწოვი მიიღო. 2015 წელს კოოპერატივმა 300 ტონა თხილი გადაამუშავა. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. დღეისათვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეგისტრირებულია 138 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - 32, აბაშის მუნიციპალიტეტში - 17, ხობის მუნიციპალიტეტში - 10, სენაკის მუნიციპალიტეტში - 11, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში - 9, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში - 31, მესტიის მუნიციპალიტეტში - 14, მარტვილის მუნიციპალიტეტში - 14), რომელშიც გაერთიანებულია 1984 მეპაიე. სამეგრელოს რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობის ძირითადი დარგებია: მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, მებოსტნეობა, მემარცვლეობა, მეციტრუსეობა და მეთხილეობა. ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მცირე გაბარიტიანი აგროტექნიკით აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში 55 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე გაცემულია 112 აგროკომპლექტი და 8 ხელის სათესი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა ხელს უწყობს ფერმერთა ძლიერი ფენის ჩამოყალიბებას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას, სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ადგილობრივი პროდუქციის წარმოების წახალისებას და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდას. 17 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულია 1647 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, სადაც გაერთიანებულია 14 238 მეპაიე.
(NS)
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)