14:22 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-29 12:20:11, 2154 ნახვა

მსოფლიო
FBI-ი ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის მიმოწერით ისევ დაინტერესდა

გამოძიების ფედერალური ბიურო აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის მიმოწერით ისევ დაინტერესდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის ჯეიმს კომის განცხადებით, გამომძიებლებმა ახალი ელექტრონული ფოსტა აღმოაჩინეს, რის გამოც გამოძიება განახლდა.

„აუცილებელია დადგინდეს, შეიცავს თუ არა წერილები საიდუმლო ინფორმაციას“, - განაცხადა ჯეიმს კომიმ. 

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ პირად ელ-ფოსტის სერვერთან დაკავშირებით FBI-ის ახალი გამოძიება მის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

როგორც კლინტონმა აღნშნა, არჩევნებამდე 11 დღეა დარჩენილი და ამის გათვალისწინებით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აღნიშნულ კითხვას პასუხი დაუყოვნებლივ უნდა გასცეს.

"ამერიკელი ხალხი იმსახურებს ყველა ფაქტის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიიღოს. ვიცი, რომ ივლისში მიღებული შედეგი არ შეიცვლება და გამოძიება დაადასტურებს ჩემს უდანაშაულობას", - განაცხადა კლინტონმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 7 ივლისს, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა. ამერიკის გენერალური პროკურორი, ლორენტა ლინჩი აცხადებდა, ელექტრონული მიმოწერის საქმეზე ჰილარი კლინტონს ბრალს აღარ წაუყენებდნენ.

აღსანიშნავია, რომ სამსახურეობრივი დანიშნულებით პირადი ფოსტის გამოყენება ფედერალური კანონით იკრძალება, რის გამოც ჰილარი კლინტონს ბოდიშის მოხდა არაერთხელ მოუწია. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, კლინტონი 2009-2013 წლებში სახელმწიფო ელექტრონული ფოსტით არ სარგებლობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics