|
2016-10-28 14:30:11, 604 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USAID-ის პროექტის ,,ზრდა საქართველოში“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და USAID-ის პროექტის ,,ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა, ბრაიანკინგმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის ექსტენციის სახელმწიფო სერვისცენტრების (AICCs) ხელშეწყობას, ფუნქციონირების გაუმჯობესებასა და შესაძლებლობების ზრდას. მემორანდუმის ფარგლებში,რეგიონებში განთავსებულსოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს გადაეცემათ ლაბორატორიული აღჭურვილობა, რომლის საშუალებითაც ექსტენციის სპეციალისტები დაავადებების აღმოჩენას და ფერმერთათვის კონსულტაციის გაწევას ადგილზე შეძლებენ. ,,სოფლის მეურნეობის სამინისტრო USAID-თან უკვე წლებია წარმატებით თანამშრომლობს. შედეგად, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ზრდას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. დღეს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, USAID-ისოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებს ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვან ტექნიკურ დახმარებას გაუწევს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. როგორც USAID-ის პროექტის ,,ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა, ბრაიან კინგმა აღნიშნა, ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება კიდევ ერთხელ ადასტურებს ურთიერთობას საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის აქტიურ თანამშრომლობას. სამინისტროს და USAID-ის ერთობლივი მუშაობა სოფლის მეურნეობა განვითარებას და ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. მემორანდუმი USAID-ისმიერდაფინანსებულიპროექტის ,,ზრდა საქართველოში“ ფარგლებში გაფორმდა. „ზრდა“ხუთწლიანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ექვსი რეგიონის 70 თემში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების განვითარებას, სოფლის მოსახლეობის შემოსავლებისზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით, მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. მხარეები მემორანდუმით გათვალისწინებული მოვალეობების შეასრულებას 2016 წლის 1 ნოემბრიდან დაიწყებენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USAID-ის ‘ზრდა’’ პროექტის თანამშრომლობა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების ხელშეწყობას, სოფლის მეურნეობით დაკავებული მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და სასოფლო-სამეურნეო უნარ-ჩვევების განვითარებას. მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს და USAID-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)