12:48 - 16 Jun, 2026
|
2016-10-28 12:32:24, 2295 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა სირიის მთავრობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა
ევროკავშირმა სირიის მთავრობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა, - ამის შესახებ BBC ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, "შავ სიაში" ოფიციალურ დამასკოსთან კავშირში მყოფი კიდევ 10 პირია შეყვანილი. ევროკავშირის განმარტებით, სანქციები "სირიაში სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების გამოა" დაწესებული. ევროკავშირის სანქციები სირიის წინააღმდეგ ნავთობით ვაჭრობის აკრძალვას, ინვესტიციებზე შეზღუდვებს, ევროკავშირში აქტივების გაყინვას, ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებზე ემბარგოს ითვალისწინებს. ევროკავშირის "შავ სიაში" სირიიდან 200-ზე მეტი ფიზიკური და 70 იურიდიული პირია შეყვანილი.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)