21:47 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 17:31:19, 800 ნახვა

პოლიტიკა
„საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, მაგრამ იყო ახალგაზრდა, არ ნიშნავს, რომ რაღაცების კარგად გაკეთება არ შეგეძლია“

„საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, მაგრამ იყო ახალგაზრდა, არ ნიშნავს, რომ რაღაცების კარგად გაკეთება არ შეგეძლოს“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საზოგადოებრივ მაუწყებელს არჩევნების შეფასებისას განაცხადა.

როგორც აპატურაიმ აღნიშნა, კარგად ორგანიზებული არჩევნები საქართველოში უკევ ტრადიციად იქცა.
 

„საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასა არჩევნები და განაცხადა, რომ კარგად ორგანიზებულად ჩატარდა. მიხარია, რომ კარგად ორგანიზებული არჩევნები ტრადიციად იქცა საქართველოში. ეს შესანიშნავი ახალი ამბავია. იყო ინციდენტები, მნიშვნელოვანია, მათი გამოძიება საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით და პატივისცემით. საქართველოს და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, როგორი მთავრობა ეყოლება ქვეყანას. ჩვენ სულმოუთქმელად ველოდებით მუშაობის დაწყებას ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან, მათთან, ვისაც ქართველი ხალხი აირჩევს“, - განაცხადა აპატურაიმ. 

მისივე თქმით, ნატო-ს ყველა წევრი აღნიშნავს, რომ ჩატარებული არჩევნები საერთო ჯამში იყო საქართველოს წარმატება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics