12:48 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 11:55:26, 2009 ნახვა

მსოფლიო
კალიფორნიაში ავტოავარიის შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა

კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში ტურისტული ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება წერს, ინციდენტის შედეგად 30-მდე დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. მათგან ხუთი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

მედიის ცნობით, ავარია საკურორტო ქალაქ პალმ-სპრინგსის მახლობლად მოხდა.

მედიაში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ავტობუსი სატვირთო მანქანას უკანა მხრიდან დაეჯახა. ამასთან, ავარიის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

ცნობისთვის, ავტობუსი ლოს-ანჯელესისკენ მიემართებოდა. ის კომპანია US Holiday-ს ეკუთვნოდა, რომელსაც ტურისტები კალიფორნიისა და ნევადის კაზინოებში დაჰყავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics