20:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 11:51:24, 1923 ნახვა

პოლიტიკა
მღებრიშვილი: ყველა იმ ადამიანის პირადი მტერი ვიქნები, ვინც ხელს აღმართავს ქალზე, ბავშვზე, მოხუცზე

ყველა იმ ადამიანის პირადი მტერი ვიქნები, ვინც აღმართავს ხელს ქალზე, ბავშვზე, მოხუცზე, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანიის პრეზენტაციაზე განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანია შს მინისტრის ინიციატივით დაიწყო. კამპანია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს შს სამინისტროს ხელშეწყობა, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში" ფარგლებში ხორციელდება.

კამპანიის მიზანი, ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების, სახელმწიფო თუ სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.

ღონისძიებას ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

“არ შეშინდეთ, არ გაუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას, მთელი ჩვენი უწყება 40 000 ადამიანი თქვენს გვერდით ვართ, იმისთვის რომ დაგიცვათ”,- განაცხადა მღებრიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics