|
2016-10-23 01:18:44, 951 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია: ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმი არჩევნების გზით დამარცხებისთვისაა განწირული
ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმი არჩევნების გზით დამარცხებისთვისაა განწირული, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა ბოკერია მარნეულის უბნებზე, წინასწარი მონაცემებით, იმამკულიევის გამარჯვებას. ბოკერიას თქმით, მარნეულში ყველა სახელისუფლებო სტრუქტურა იყო კონცენტრირებული, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" მაინც წააგო. „დღევანდელი შედეგი ასევე ადასტურებს იმას, რაც ისედაც ვიცოდით, რომ 8 ოქტომბერს მომხდარი იმ ძალიან სამწუხარო ფაქტის მიზეზი იყო გაყალბების მცდელობა. ამ ყველაფრის შემდეგ, როცა აქ ყველა სახელისუფლებო სტრუქტურა იყო კონცენტრირებული და ათლეტური აღგნაგობის ახალგაზრდები იყვნენ მობილიზებულები, მაინც წააგეს. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმი, საბოლოო ჯამში, განწირულია არჩევნების გზით დამარცხებისთვის“, - განაცხადა ბოკერიამ. შეგახსენებთ, წინასწარი ინფორმაციით, მარნეულის უბანზე იმამკულიევმა 378 ხმა მიიღო, ხოლო "ქართული ოცნების" კანდიდატმა თეიმურაზ ნავერიანმა - 307 ხმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)