19:35 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 12:32:19, 1533 ნახვა

სამართალი
მაია რჩეულიშვილი სასამართლო სხდომებს აღარ დაესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში საცხოვრებელ კომპლექს „თეთრი მაგნოლიას“ საქმეზე დაკავებული  მაია რჩეულიშვილის, გუკა რჩეულიშვილისა და ირაკლი მინდელის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

პროცესზე დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა. გარდა ამისა, წაიკითხეს მაია რჩეულიშვილის წერილიც, რომლითაც ის სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და სხდომებს აღარ დაესწრება.

საცხოვრებელ კომპლექს „თეთრი მაგნოლიას“ საქმეზე წინასწარ პატიმრობაში " ცენტრ პოინტის" დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილი, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილი, "ცენტრ პოინტი" აჭარას დირექტორ ირაკლი მინდელი იმყოფებიან.

 მათი პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა გასულ პროცესზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე, მაია რჩეულიშვილის შემთხვევაში, პატიმრობის სანაცვლოდ გირაოს სახით 150 000 ლარს სთავაზობდა სასამართლოს,  გუკა რჩეულიშვილის შემთხვევაში კი 5, ან 10 ათასს ლარს.

თუმცა, მოსამართლის განმარტებით,  ჯერ კიდევ არსებობს საფრთხეები, რომ ბრალდებულებმა თავი აარიდონ მართლმსაჯულებას, ზემოქმედება მოახდინონ მოწმეებზე და მიიმალონ.

დაცვის მხარის განცხადებით, მათი გათავისუფლება აუცილებელია, რათა დაწყებული მშენებლობა დასრულდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics