11:23 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 18:25:11, 811 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალმაზბეკ ატამბაევს შეხვდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობე,ს პირისპირ შეხვედრისას, საუბარი, სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით, ორმხრივ თანამშრომლობას და რეგიონში არსებულ ვითარებას შეეხო.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ, ორ ქვეყანას შორის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი არსებობს და, ამ მიმართულებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობას, რომლის პირველი სხდომა, თბილისში, 2016 წლის მარტში გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც საქართველოს, ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება აძლევს.

პირისპირ საუბრის შემდეგ, შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელზეც ყირგიზეთის პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობას, სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა და კონკრეტული მიმართულებების რეფორმის პროცესში, საქართველოს მხრიდან მხარდაჭერის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო-ყირგიზეთის ბიზნესფორუმი 2017 წლის პირველ ნახევარში გაიმართება. ასევე აღინიშნა, საქართველოს, როგორც რეგიონში უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო დერეფნის როლი. მხარეებმა ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics