|
2016-10-08 19:14:36, 684 ნახვა
პოლიტიკა
დავით თარხან-მოურავი: „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს 50-დან 100 ლარამდე უხდის
„ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ თავმჯდომარის დავით თარხან-მოურავის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს 50-დან 100 ლარამდე უხდის და საარჩევნო უბნებზე მიჰყავს. როგორც თარხან-მოურავმა ბრიფინგზე აღნიშნა, რეგიონებში რწმუნებულები და გამგებლები ღიად და დაუფარავად მუშაობენ ხელისუფლებისთვის. „თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ეს არჩევნები სხვა ტაქტიკით ტარდება, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ჩემი აზრით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკეთესი იყო, ვიდრე დღევანდელი. არავითარ წვრილმანებზე არ ვისაუბრებ, მხოლოდ საკვანძო საკითხებზე გავამახვილებ ყურადღებას. თბილისში არჩევნები მეტნაკლები სიმშვიდით და სამაგალითო ჩვენებით ტარდება. გამომდინარე იქიდან, თბილისში დიდი ყურადღება მოპყრობილია საერთაშორისო ორგანიზაციები მხრიდან და იქმნება ისეთი ილუზია, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად. პირველი პრობლემა არის ადმინისტრაციული რესურსი, ეს პრობლემა განსაკუთრებით ნათლად ჩანს რეგიონებში, რაიონებში და სოფლებში. რწმუნებულები და გამგებლები, რომლებიც დგანან უბნებთან, ასევე სადაც ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები, შედიხარ კაბინაში და 41 ნომერი პირადპირ აწერია. ვიმეორებ, რწმუნებულები და გამგებლები დაუფარავად და ღიად მუშაობენ ხელისუფლებისთვის. მეორე დაუძლეველი პრობლემაა, ე.წ. კარუსელები. მაგალითად, იორმუღალოში ერთ ქალბატონს სამი პირადობის მოწმობა აქვს და მან სამივე უბანზე ხმა მისცა. კარუსელი პრობლემა არამხოლოდ იორმუღალოში, არამედ სხვა რაიონებშიც ნათლად ჩანს. მესამე პრობლემა, რომელსაც ხელისუფლება არ აკეთებდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს. დაახლოებით, 16:30 საათისთვის სამარშრუტო ავტობუსები გაჩნდა იმერეთში, აჭარაში, სამეგრელოში, სადაც ამომრჩეველს 50-დან 100 ლარამდე უხდიან და მიჰყავთ საარჩევნო უბანზე. არჩევნების დასრულებამდე ბოლო საათებია დარჩენილი და ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების მდგომარეობა არასახარბიელოა“,-განაცხადა თარხან-მოურავმა. მანვე მოსახლეობას გააქტიურებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ რაც მეტი ხალხი მივა არჩევნებზე, ნაკლები ეფექტი ექნება ხელისუფლების ასეთ ქმედებებს.
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)