21:48 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 12:53:51, 638 ნახვა

პოლიტიკა
BBC: საქართველოში ყველაზე არაპნოგნოზირებადი არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოში ყველაზე არაპნოგნოზირებადი არჩევნები მიმდინარეობს, - ამ სათაურით სტატიას BBC ავრცელებს. 

როგორც მედია საშუალება წერს, საქართველოს მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნებში მანდატის მოპოვებას ცდილობს. 

“საქართველოს მოსახლეობა აძლევს ხმას საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც განიხილება როგორც სტაბილურობის ტესტი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის”, - ნათქვამია სტატიაში. 

მედია საშუალების ინფორმაციით, პარლამენტში ადგილებისთვის 19 პოლიტიკური პარტია ერთმანეთს კონკურენციას უწევს. მთავარი ბრძოლა კი მმართველ პარტიას “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიცურ “ნაციონალურ მოძრაობას” შორის არის მოსალოდნელი. 

როგორც სტატიის ავტორი კვლევებზე დაყრდნობით წერს, ბევრ ამომრჩეველს არჩევნების წინა დღით გადაწყვეტილება მიღებული ჯერ კიდევ არ ჰქონდა. 

თბილისში BBC-ის კორეპონდენტის რაიან დემიტრის თქმით, მოქალაქეები არჩევნებით დაიღალნენ, რადგან სიღარიბე, უმუშევრობა და ვალები მათ ცხოვრებას კვლავ ამძიმებს. 

“ქართული ოცნება” იმედოვნებს, რომ მართვის მანდატს უზრუნველყოფს და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეკონომიკური წარმატების მოკრძალებულ ისტორიებზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის ევროპასთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე. 

“ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც საქართველოს საერთაშორისო აღიარება მოუტანა ყოფილი ეპატაჟური ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, 2012 წელს ციხეებში სასტიკი მოპყრობის სკანდალის შემდეგ გადაირჩიეს. 

​„ნაციონალური მოძრაობა იმედოვნებს, რომ ქართველები დაიღალნენ მმართველი პარტიით და მისი დამფუძნებელი მილიარდერით ბიძინა ივანიშვილით. იმის მიუხედავად, რომ მან ოფიციალურად პოლიტიკა დატოვა, ბატონი ივანიშვილი კვლავ ფართოდ მიიჩნევა ქვეყანაში გადაწყვეტილებების მთავარ მიმღებად.

და მაინც, ძირითადად ავტორიტარული სახელმწიფოების რეგიონში, ყოფილი საბჭოთა საქართველო წარმატების ისტორიაა მრავალპარტიული დემოკრატიით”, - აღნიშნავს BBC-ის კორესპონდენტი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics