20:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 21:48:34, 753 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია მიიჩნევს, რომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმესთან დაკავშირებული სპეცოპერაცია წინასაარჩევნო პიარია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმესთან დაკავშირებული სპეცოპერაცია წინასაარჩევნო პიარს უკავშირდება. 

მისი განცხადებით, "ეს ადასტურებს, თუ როგორი უპასუხისმგებლო ხელისუფლება გვყავს, რომელსაც საბედნიეროდ ეს ძალიან მალე დავასრულებთ".

„იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ახლა გვაქვს, დასკვნის გამოტანა შეუძლებელია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პროსამთავრობო ტელევიზიის ეგზოტიკური ჟურნალისტი დაჟინებით მოითხოვდა რესპონდენტებისგან ეთქვათ თითქოს ეჭვმიტანილი უკრაინიდანაა ან რაიმე კავშირი აქვს, თუმცა ამას არავინ ამბობდა. ჩვენ კარგად გვახსოვს პრემიერმა ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებამდე გაკეთებული აქცენტებიც. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიანიშნებს ძალიან უტიფარ წინასაარჩევნო პიართან გვაქვს საქმე. ეს ადასტურებს, თუ როგორი უპასუხისმგებლო ხელისუფლება გვყავს, რომელსაც საბედნიეროდ ეს ძალიან მალე დავასრულებთ", - განაცხადა ბოკერიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics