06:08 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 13:38:41, 752 ნახვა

საზოგადოება
ჰერმანი: მოვუწოდებთ პარტიებს, პატივი სცენ წინასაარჩევნო გარემოს წესებს და შედეგებს

„დიდი შეშფოთებით შევიტყვეთ გუშინ მომხდარი აფეთქების შესახებ, რომელიც მოხდა ქართველი პოლიტიკოსის მიმართ“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა გუშინდელ აფეთქებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ პატივი სცეს წინასაარჩევნო გარემოს წესებს და იმ შედეგებს, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაქვეყნებს არჩევნების შემდეგ",-აღნიშნა ჰერმანმა.

ცნობისთვის, გუშინ, კოლმეურნეობის მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა. დაშავებულია ოთხი პირი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics