15:38 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 16:59:49, 1564 ნახვა

სამართალი
ირაკლი ოქრუაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა

პირი, რომელმაც, სავარაუდოდ, ირაკლი ოქრუაშვილს ცეცხლი გაუხსნა, დაკავებულია. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

პირის ვინაობა არ სახელდება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ის ალექსანდრე ინდუაშვილია.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა  მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გორში, რკინიგზის დასახლებაში, გორის მაჟორიტარობის კანდიდატის - ირაკლი ოქრუაშვილის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრის დროს, მოქალაქეების მიმართულებით ცეცხლი გახსნა, 2 პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მათივე ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით).

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics