|
2016-10-04 16:23:49, 1310 ნახვა
კომენტარი
გვარამიას თქმით, ინტერნეტსივრცეში დღეს გავრცელებული თათბირები მისი ჩაწერილი არ არის
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ჩანაწერი, რომელიც დღეს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა „რუსთავი 2“-ის ყოფილი თანამშრომელის არ არის. გვარამია ირწმუნება, რომ მას აღნიშნულ ჩანაწერთან არანაირი კავშირი არ აქვს. “არ ვადასტურებთ, რომ ეს „რუსთავი 2”-ის ყოფილი თანამშრომელია და სისულელეა საერთოდ, ამაზე კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. დანარჩენი იქ ორი რაღაცა შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან და ასე შემდეგ, არასდროს მსგავს შეხვედრაზე არ ვყოფილვარ. ამას ისიც ადასტურებს, რომ საერთოდ ჩემი ხმა არ ისმის. საათნახევარია მემგონი ის ჩანაწერი და მე საათნახევარი ფიზიკურად დუმილი არ შემიძლია, მითუმეტეს როდესაც ადამიანები რაღაც საკითხებზე მსჯელობენ. ამიტომ ჩემთან კავშირში ეს არ არის. არ ვიცი, ვინ საიდამ მოიტანა და რას ეხება საერთოდ, მაგრამ ჩემთან კავშირში საერთოდ არ არის”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. მისივე თქმით, დღეს დამატებით კიდევ გამოქვეყნდა მასალა, სადაც 6 მილიონზეა საუბარი. “ეს არის წყაროსთან ჩემი დამოკიდებულება. მე გუშინაც ვისაუბრე ამაზე და არც დამიმალავს, რომ ნამდვილად ასეთი შეთავაზება იყო, პირადი და ფინანსური უზრუნველყოფის წყაროსთან დამოკიდებული ურთიერთობა მედიიდან ამგვარი არის აბსოლუტურად ნორმალური და ჩვენ ამ პრაქტიკას ვიყენებთ”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. ნიკა გვარამიამ ასევე ისაუბრა მამუკა ახვლედიანისა და მისი საუბრის ჩანაწერის შესახებაც და აღნიშნა, რომ ის არც „რუსთავი 2“-ის საქმეს იხილავდა და არც რაიმე პირადი გამორჩენა ჰქონდა ახვლედიანთან. “მე იურისტიც ვარ ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა როცა არ იცის იურისტმა ქრთამის მიცემის შემადგენლობა უხერხულია მისგან ამგვარი კომენტარები, ქრთამის მიცემა რაღაცა სანაცვლო სიკეთის გამო უნდა ხორციელდებოდეს. მე არავითარი სანაცვლო სიკეთის მოლოდინში არ ვიყავი მამუკა ახვლედიანმა, ის არც ჩვენს საქმეს იხილავდა, არც მე პირადი რაიმე გამორჩენა შეიძლება მქონოდა. ეს არის ჩვეულებრივი მედიის დამოკიდებულება და ურთიერთობა წყაროსთან, განსაკუთრებით იმ ტიპის წყაროსთან, რომელიც ვისელ ბლოუერია, ანუ მამხილებელი საკუთარი სისტემის. ეს არ არის პირველი და არც ბოლო შემთხვევა, როდესაც წყაროს შევთავაზებთ პირად უსაფრთხოებას და მათ შორის მატერიალურ რესურსებსაც. ეს არის მედიისთვის აბსოლუტურად მისაღები, ყველგან აპრობირებული, როგორ მოიპოვოს სკანდალური მასალები, დოკუმენტები, აღიარებები და ინტერვიუები”, - აღნიშნა გვარამიამ. მისივე თქმით, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს ზეწოლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, რადგან ის არაფერს არ იხილავდა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით. „ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ეს არის სუს-ის მიერ გაკეთებული კიდევ ერთხელ და გამოიყენებენ თუ არა ამას ჩემს წინააღმდეგ საქმის დასაწყებად, ეს მე არ ვიცი, ტვინ ანთებულ ხალხს უნდა ჰკითხოთ. ჩემთვის ეს უცნობია”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)