04:05 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 11:31:18, 1616 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“ ფუძნდება

თანაინვესტირების ფონდის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, „საქართველოს ტურიზმის განვითარების  ფონდი“  ფუძნდება. ფონდში სხვა პროექტებთან ერთად, თანაინვესტირების ის რვა  პროექტი გაერთიანდება, რომლის ინიციატორი ბიძინა ივანიშვილია.

ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელებმა ტურიზმის განვითარების ფონდის პრეზენტაციაზე  ისაუბრეს. 

როგორც ცნობილია თანაინვესტირების ფონდი, ტურისტული ინფრასტრუქტურის გასავითარებლად  ახარციელებს 680 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების რვა  მასშტაბურ პროექტს თბილისში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში.

როგორც აღინიშნა, ფონდის დაარსების მიზანია, ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის  სწრაფი  ხელშეწყობა და კონკრეტული პროგრამების განხორციელება, ტურიზმში ჩართული კომპანიების მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ფონდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისიაა, ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა ეკონომიკურად ნაკლებად აქტიურ რეგიონებში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტურიზმის განვითარების ფონდის შექმნა ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ეს ახალი ინიციატივა გადამწყვეტ როლს ითამაშებს ტურიზმის სექტორის განვითარებაში.

„საქართველოს ამ სექტორის განვითარებისთვის ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია“,-დასძინა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics