04:05 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 11:28:10, 1437 ნახვა

ეკონომიკა
აღმაშენებლის N138-ში მდებარე უძრავი ქონება 9 840 250 ლარად გაიყიდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 9 840 250 ლარად თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე N138-ში მდებარე უძრავი ქონება შპს ,,სი ი ეფ სი“–ს  გადასცა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ევრაზიული ქვეყნების საინვესტიციო და თანამშრომლობის სათაო ოფისის მოწყობას გეგმავს.

„ასევე, შეიქმნება ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრი. აღნიშნული მიმართულებით კომპანია 3 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. ახალ ცენტრში დასაქმდება 50 ადამიანი. ამასთან, შპს ,,სი ი ეფ სი“ უზრუნველყოფს შენობის ისტორიული და კულტურული იერსახის შენარჩუნებას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics