04:43 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 20:00:10, 715 ნახვა

საზოგადოება
რომის პაპი: ქართული ენა მდიდარია ძმობის, მეგობრობის და ადამიანთა შორის სიახლოვის გამომხატველი გამოთქმებით

ქართული ენა მდიდარია ძმობის, მეგობრობის და ადამიანთა შორის სიახლოვის გამომხატველი გამოთქმებით, მათ შორისაა ერთი მეტად კეთილშობილი და გულწრფელი გამოთქმა - ”შენ გენაცვალე”, რომლითაც გამოვხატავთ სურვილს შევენაცვლოთ სხვა ადამიანს, ვიტვირთოთ მისი გასაჭირი, საკუთარი სიცოცხლით შევეხიდოთ მას, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა.

რომის პაპი მადლობას სწირავს უფალს იმისთვის, რომ საშუალება მიეცა ქართულ მიწაზე, წმინდა ტაძარში მოელოცა.

”ქართულ მიწაზე ჩემი მომლოცველობისთვის მადლობას ვწირავ უფალს, რომ მომეცა შესაძლებლობა ლოცვაში ჩავღრმავებულიყავ ამ წმინდა ტაძარში. აქვე მსურს, უღრმესი მადლობა მოგახსენოთ მასპინძლობისათვის, თქვენი ამაღელვებელი დამოწმებისათვის რწმენისა, ქართველი ხალხის კეთილი გულისათვის, რომელმაც მე აღმაშენა. თქვენო უწმინდესობავ, მაგონდება ფსალმუნის სიტყვები - ”რა კარგი და საამურია ერთად რომ ცხოვრობენ ძმები, როგორც ძვირფასი მირონი თავზეჩამოღვრილი”. უძვირფასესო ძმაო, დაე უფალმა, რომელმაც მოგვმადლა სიხარული შეხვედრისა და ერთურთისათვის წმინდა ამბორის მიგებისა, გვაცხოს სურნელოვანი მირონი თანხმობისა. უხვად მოუვლინოს თავისი ლოცვა-კურთხევა ჩვენს და საყვარელი ქართული ხალხის გზას. ქართული ენა მდიდარია ძმობის, მეგობრობის და ადამიანთა შორის სიახლოვის გამომხატველი გამოთქმებით, მათ შორისაა ერთი მეტად კეთილშობილი და გულწრფელი გამოთქმა - ”შენ გენაცვალე”, რომლითაც გამოვხატავთ სურვილს შევენაცვლოთ სხვა ადამიანს, ვიტვირთოთ მისი გასაჭირი, საკუთარი სიცოცხლით შევეხიდოთ მას. ლხინისა და ჭირის გაზიარება, ლოცვით ერთობასა და სულიერ კავშირში, ერთურთის ტვირთის ზიდვა, დაე, ამგვარი ძმური ქრისტიანული დამოკიდებულებით იყოს აღბეჭდილი ჩვენი ერთად სავალი გზა”, - ბრძანა რომის პაპმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics