03:04 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 15:13:31, 612 ნახვა

საზოგადოება
ირლანდიაში ქართული ჩაის პრეზენტაცია გაიმართა

ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ქალაქ დუბლინში ქართული ჩაის პრეზენტაცია გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქართულმა ჩაის მწარმოებელმა კომპანიამ „Natura Tea Company", რომლის წამომადგენლებმაც პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს გააცნეს კომპანიის საექსპორტო პროდუქცია და მისი ნაირსახეობები.

პრეზენტაციას ირლანდიაში მოქმედი ჩაის იმპორტიორები, სასტუმროებისა და სუპერმარკეტების ქსელების მომმარაგებელი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, ჩაის მიმართულებით მოღვაწე პროფესიონალები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

„ირლანდიაში ჩაის მოხმარების კულტურა საუკუნეებს ითვლის, თუმცა, ქართულ ჩაის ნაკლებად იცნობენ, შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ირლანდიელი ჩაის იმპორტიორებისა და ამ სფეროში მოქმედი პროფესიონალებისათვის ქართული ჩაის საექსპორტო პროდუქცია გაგვეცნო და შეგვეთავაზებინა. მოხარული ვარ, რომ დუბლინში პირველად შედგა ქართული ჩაის პრეზენტაცია და პროდუქციამ ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა", - განაცხადა ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics