02:47 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 12:31:40, 1654 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო: ბიუჯეტის 9 თვის საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის ბიუჯეტის 9 თვის საგადასახადო შემოსავლების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა.

უწყების ცნობით, ნაერთი ბიუჯეტის იანვარ-სექტემბრის საგადასახადო შემოსავლები გეგმასთან მიმართებაში 140 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდა და ნომინალურ გამოსახულებაში 6 მილიარდ 475 მილიონი ლარი შეადგინა.

„მიმდინარე წლის 9 თვის შესრულების მაჩვენებელი 102,2%-ით განისაზღვრა. აღნიშნული მონაცემები 564,8 მლნ ლარით, 9,6%-ით აღემატება 2015 ანალოგიურ მაჩვენებელს“, - აცხადებენ სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics