00:37 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 14:25:37, 1419 ნახვა

საზოგადოება
საქსტატი 2016 წლის ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებებს შორის მოხვდა

ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტმა  დღეს საქართველოში ყველაზე ღია საჯარო დაწესებულების  დაჯილდოების ცერემონია გამართა.

IDFI-ის სიგელი  ყველა იმ  უწყებას გადაეცა, რომელმაც საჯარო ინფორმაციის  ხელმისაწვდომობის  100%-იანი  მაჩვენებელი აჩვენა. სულ 55 საჯარო დაწესებულება დაჯილდოვდა, მათ შორის-საქართველოს   სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელის მერი დაუშვილის განცხადებით, გამჭვირვალე რეჟიმში მუშაობისთვის მუდმივად მზად არიან:

"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს ჯილდო მივიღეთ. უკვე სამი წელია,  ვიღებთ ამ ჯილდოს და ჩვენთვის  მნიშვნელოვანია, რომ  ჩვენი ორგანიზაცია მაქსიმალურად გახსნილი იყოს, საჯარო იყოს და  ინფორმაცია ყოველთვის დროულად მივაწოდოთ დაინტერესებულ პირებს.  ჩვენ არა მხოლოდ IDFI-სთან, ყველა მომხმარებელთან ვცდილობთ,  ამ ურთიერთობის ფორმა ჩამოვაყალიბოთ.

IDFI უშუალოდ სტატისტიკურ პროდუქტებს არ ითხოვს. ის ითხოვს ჩვენი სამსახურის მუშაობის შესახებ ინფორმაციას-რამდენია დასაქმებული, რამდენია გაცემული ანაზღაურება, საპრემიო თანხა; ძირითადად, ადმინისტრაციული ხასიათის ინფორმაციას ითხოვს",-აღნიშნა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა მერი დაუშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics