23:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 22:34:02, 778 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე ამბობს, რომ „გირჩმა“ კოალიცია თავად დატოვა და არა პირიქით - „ბურჭულაძე მაშანტაჟებდა“

"ეს ადამიანი [პაატა ბურჭულაძე] მაშანტაჟებდა მე პირადად, რომ თუ "გირჩი" არ შეძლებდა კონკრეტული ფინასების მოტანას, მისი წევრები იქნებოდნენ ამოღებული სიიდან, - ამის შესახებ "გირჩის" დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, პაატა ბურჭულაძე მისგან თანხას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გირჩის წევრების საარჩევნო სიიდან ამოღებას გეგმავდა. ჯაფარიძე ამბობს, რომ შანტაჟის შემდეგ მან შეკრებაზე განაცხადა, რომ გირჩი კოალიციას ტოვებდა და არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებდა. 

"ეს ადამიანი მაშანტაჟებდა მე პირადად, რომ თუ "გირჩი" არ შეძლებდა კონკრეტული ფინასების მოტანას, რიცხვს არ დავასახელებ,ამ შემთხვევაში "გირჩის" წევრები იქნებოდა ამოღებული სიიდან, რაზეც ცხადია, მე უარი განვაცხადე. საქმე არის შანტაჟთან, ადამიანი ითხოვდა კონკრეტულ ფულს. საბოლოო ჯამში განხეთქილების მიზეზი ეს შანტაჟი გახდა და იქვე განვაცხადე, რომ "გირჩი" გავა ბლოკიდან და არავინ დარჩება სიაში, ცხადია, მეც არ დავრჩები სიაში", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, "გირჩა" პაატა ბურჭულაძის ბლოკი დატოვა. როგორც ბურჭულაძემ განაცხადა, "გირჩის" დამფინანსებელი ბიძინა ივანიშვილია, რასაც ზურაბ ჯაფარიძე კატეგორიულად უარყოფს და ამ ყველაფერს "ბოდვას" უწოდებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics