00:37 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 21:41:51, 1219 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარი აშენდება

თბილისში ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარი აშენდება.

გზაგამტარის პროექტის პრეზენტაცია ფონიჭალის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერი, დავით ნარმანია ესწრებოდა.

პროექტი, რომელიც კრწანისის გამგეობის დაფინანსებით მომზადდა, ამ ორი უბნის დამაკავშირებელ 5 კილომეტრიან გზას 500 მეტრამდე შეამცირებს.

გამგეობის ცნობით, მოეწყობა საავტომობილო და საფეხმავლო გასასვლელი.

„მშენებლობისთვის შერჩეულია ოპტიმალური ადგილმდებარეობა - გზაგამტარი უკვე არსებულ გზებს ერთმანეთთან დააკავშირებს, ხოლო ღოღობერიძის ქუჩის სანიაღვრე ქსელი ქვემო ფონიჭალაში მდებარე ცენტრალურ კოლექტორს მიუერთდება“, - აცხადებენ კრწანისის გამგეობაში,

მათივე ცნობით, პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 2 მილიონი ლარია.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics