|
2015-03-13 19:55:47, 3440 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე: შევეცდებით საკომუნიკაციო და ბენზინის ხარჯები შევამციროთ
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით, აპარატის ბიუჯეტი საკმაოდ მოკრძალებულია, ამიტომ ძირითადად, საკომუნიკაციო და საწვავის ხარჯების შემცირებას შეეცდებიან. ამასთან, ბაქრაძის თქმით, იმედი აქვს, რომ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების, არსებითი ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის მიმართულებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაძლიერდება. "მოგეხსენებათ, ჩვენი აპარატი საკმაოდ მცირერიცხოვანია,თავისი სსიპის ჩათვლით სულ 50 პიროვნებას მოიცავს. შესაბამისად, ჩვენი ბიუჯეტიც საკმაოდ მოკრძალებულია.შევეცდებით, რომ რაც შეეხება საკომუნიკაციო, საწვავის ხარჯებს, ამ კუთხით შევამციროთ, ასევე ვგეგმავთ, რომ ის დიდი ღონისძიებები, რომელიც ჩვენი აპარატის მიერ იგეგმება, რა თქმა უნდა შედგება ისეთივე ფორმატით, როგორითაც იგეგმებოდა, ისეთივე მაღალი რანგის სტუმრებით, როგორითაც იგეგმებოდა, უბრალოდ შესაძლებელია აქ ასევე სხვა სპონსორები და დამხმარე კომპანიები შემოვიყვანოთ, მაგრამ სხვა მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ეს არის ჩვენი პრიორიტეტული მიმართულება, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს კიდევ ახალი მნიშვნელოვანი დოკუმენტები წელს, რაც იგივე შარშან წლიდან დაწყებული, ასოცირების შეთანხმებას, არსებით ღონისძიებათა პაკეტს, მათი შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს გულისხმობს, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამ მიმართულებებით პირიქით, ჩვენი შესაძლებლობები უფრო გაძლიერდება",-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)