22:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 14:05:58, 735 ნახვა

პოლიტიკა
ტარიელ ხეჩიკაშვილი და გრიგოლ ლილუაშვილი ხონში, ვეტერან და ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდნენ

სასპორტო სკოლებში არსებული პრობლემების უკეთ გაცნობისა და მოგვარების მიზნით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ხონში ვეტერან და ახალგაზრდა სპორტსმენებს, „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გრიგოლ ლილუაშვილის შუამდგომლობით შეხვდა.

ხონისა და ვანის სასპორტო სკოლის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომლის დროული მოგვარებაც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად და ახალგაზრდებში ცოვრების ჯანსაღი წესის დასანერგად. შეხვედრაზე იმ რამდენიმე სპორტის სახეობის განვითარებაზეც ისაუბრეს, რომლის პოტენციალიც კონკრეტულ მუნიციპალიტეტებს აქვთ.

მინისტრმა ადილობრივების შეხედულებები მოისმინა და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნისას განხორციელდა პროექტები, რომლის მთავარი დანიშნულებაც რეგიონში სპორტის განვითარებაა.

შეხვედრას „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპიტატობის კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი დაესწრო.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics