23:19 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 10:36:10, 644 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა და იან კელიმ სოფლის მეურნეობის სამინისტროში თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ და ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დესისლავა ივანოვამ სოფლის მეურნეობის სამინისტროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 მემორანდუმის ფარგლებში, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) და ბუგარეთის სურსათის უვნებლობის სააგენტო (BFSA) ტექნიკურ და საექსპერტო დახმარებას გაუწევენ საქართველოს რისკის მართვისა და რისკის შეფასების ორგანოებს მათი ინსტიტუციური გაძლიერებისა და შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო მხარდაჭერით არაერთი პროექტი ხორციელდება, რომელიც აგრარული დარგის განვითარებას უწყობს ხელს.

 „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკელ და ევროპელ ექსპერტებთან თანამშრომლობა, რაც, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების პირობებში, მნიშვნელოვანი დახმარებაა ევროპული სტანდარტების დანერგვის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიების გატარების პროცესში. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ბულგარეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით ხაზგასასმელია, ვინაიდან ბულგარეთმა სულ რამდენიმე წლის წინ გაიარა ის გზა, რომელსაც საქართველო დღეს გადის“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რისკის მართვისა და რისკის შეფასების შესაძლებლობების გაძლიერება ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან ასოცირებული რისკების გამოვლენის, შეფასებისა და მართვის მექანიზმებს გააუმჯობესებს და დაახლოებს საქართველოს ევროსტანდარტებთან; შედეგად, საქართველო ევროპისა და ამერიკის უფრო სანდო პარტნიორი გახდება ცხოველური პროდუქტებით ვაჭრობაში.

ბულგარელი და ამერიკელი ექსპერტები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სტრუქტურებს სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის შეფასების პროცედურათა ევროპულ მიდგომებსა და მეთოდოლოგიებს გააცნობენ. საქართველოში არსებული პოტენციალის გაანალიზებით შეიმუშავებენ განვითარების სტრატეგიასა და რეკომენდაციებს. ასევე, დაეხმარებიან მათ საერთაშორისო დონეზე რისკის შეფასების სათანადო ინსტიტუციებთან კომუნიკაციაში.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics