23:19 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 16:52:21, 739 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ში აკადმიური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

როგორც თსუ-ს რექტორმა გია შარვაშიძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის მოთხოვნები რაც სტუდენტთა ნაწილმა დააყენა პარასკევს, სენატის სხდომაზე განიხილება.

“სწავლის ხელმისაწვდომობა ჩვენს ქვეყანაში არის, დღეს 3500 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი თსუ-ში,აქედან 70 % აქვს გრანტი მიღებული, ეს ნიშნავს იმას, რომ დიდ წილს სახელმწიფო აფინანსებს. რაც შეეხება ბაზების გახსნის პრობლემას, რომელიც შეეხება დავალიანებებს ეს არ არის აკადემიური საბჭოს განსახილველი და განიხილება სენატის სხდომაზე. დღევანდელ სხდომაზე საუბარი იქნება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, ერთ-ერთი არის სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელზეც ვისაუბრეთ როგორც თვითმმართველობის, ასევე „აუდიტორია 115“-ის  წევრებთან ერთად. ვაპირებ, რომ აკადემიურ საბჭოს გავაცნო ჩვენი გეგმა, გამომდინარე ჩემი კონცეფციიდან, შევქმნა სამუშაო ჯგუფი, ეს იქნება ღია დოკუმენტი, ღია სივრცე, სადაც მონაწილეობის საშუალება და ეს არის ყველაზე რეალისტური ნაბიჯი, რათა ყველა პრობლემა გადავწყვიტოთ”, -  განაცხადა შარვაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ „აუდიტორია 115“-ის წევრების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწავლის ხელმისაწვდომობა და იმ სტუდენტებისათვის სასწავლო ბაზის გახსნაა, ვისაც სწავლის საფასური გადახდილი არ აქვს. ეს და სხვა მოთხოვნები სტუდენტთა ნაწილმა რექტორს შეხვედრისას გააცნეს. რექტორმა კი თავის მხივ, მათ სტრატეგიული განვითარების დოკუმენტზე მუშაობა შესთავაზა, სადაც სტუდენტებს საკუთარი მოთხოვნების ჩამოყალიბების საშუალება ექნებათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics