20:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 12:35:08, 737 ნახვა

საზოგადოება
ჯეჯელავა: გამოუცდელი ადამიანი თსუ-ის რექტორად არ გვჭირდება

განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ თსუ-ის რექტორად გამოუცდელი ადამიანი არ სჭირდებათ. 

მინისტრმა, თსუ-ის რექტორობის ყველა კანდიდატს წარმატება უსურვა.

ჯეჯელავამ მის ყოფილ მოადგილეს, გია შარვაშიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„გამოუცდელი ადამიანი თსუ-ის რექტორად არ გვჭირდება. გამოცდილი ან კომერციული სექტორიდან იქნება, ან საჯარო. შესაბამისად, ვისაც უნდა, რომ პრეტენზია ჰქონდეს, შეძლებს, რომ პრეტენზია ჰქონდეს. მე ვფიქრობ, რომ გია შარვაშიძე არის ერთ-ერთი გამოცდილი მენეჯერი განათლების კუთხით და ამიტომ თუ ვინმეს ხელში დამოუკიდებელი და ძლიერი შეიძლება იყოს უნივერსიტეტი, მათ შორის სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან, ასეთი რექტორი იქნება. სხვა კანდიდატებიც ასევე ძალიან კარგია, ყველას მინდა წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ, რომ თსუ-ის რექტორის არჩევნები მიმდინარეობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics