20:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 16:08:08, 817 ნახვა

საზოგადოება
სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალში მონაწილეობა მიიღო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  ფესტივალის მიზანიქვეყნის მასშტაბით სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა და პოპულარიზაციაა.

უწყების ცნობით, საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა მეცხოველეობისა და მემცენარეობის მიმართულებით ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელთა მიერ გამოცემულ 35-მდე სახეობის გზამკვლევს გასცნობოდა.

კვლევითი ცენტრის საგამოფენო სივრცეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა სტუმრობდა, რომელსაც ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.

ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებმა აგრარული მეცნიერების მიმართულებით  საჯარო ლექციები ჩაატარეს, სადაც დასწრების შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს  ჰქონდა.ფესტივალიგასვლითი ღონისძიებებით დაიხურება, რომლის ფარგლებშიც, სკოლის მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული პირები ჯიღაურასა და წილკანში ცენტრის მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურების საკვლევ ბაზასესტუმრებიან.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტრადიციას უყრის საფუძველს, რომლის მიხედვითაც, თბილისი მსოფლიოს იმ წამყვან ქალაქებს შეურთდება, რომელთაც ანალოგიური ფესტივალის ჩატარების ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნიათ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics