09:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 14:02:56, 602 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: „ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს - ქვეყანას ვერავის ვანდობთ

სამწუხაროდ "ქართულ ოცნებას" არ ჰყავს ალტერნატივა და საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეიძლება ქვეყანა ვანდოთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, შემდგომი 4 წელიწადი დემოკრატიის გამყარებას შეუწყობს ხელს.

"უკვე 8 წლის შემდგომ ჩვენ დავემსგავსებით ევროპას და ეკონომიკური თვალსაზრისით გავძლიერდებით. შემდგომი 4 წელიწადი იქნება ძალიან საინტერესო. მე ვისურვებდი, რომ შემდგომ არჩევნებზე, გამოვიდე და 3-4 პარტია დავასახელო და ვთქვა, ამ პარტიებს ხელეწიფება საქართველოს მართვა. დღეს ცალკეულ პარტიებს მხოლოდ პრეტენზიები აქვთ, მაგრამ არაფრის რესურსი და საკმარისი ნიჭიერება არ გააჩნიათ. ადრე საერთოდ არ გვყავდა პარტია, რომელიც ხალხზე იზრუნებდა“, - აღნიშნა ივანიშვინლმა.

ექსპრემიერმა წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდზეც ისაუბრა:

„გავიხსენებ 300 ათას პირობითი სასჯელით მისჯილ ადამიანს. ოჯახი არ არსებობდა, სადაც პატიმარი არ იყო. ასევე მედია იყო მთლიანად მონოპოლიზირებული. როგორც დღეს "რუსთავი 2"-ი ჯგუფურად იმართება, მაშინ ასე ყველა მედია იმართებოდა, ფსევდო ოპოზიციური "მაესტრო", ფსევდო ოპოზიციური "კავკასია". დღეს ამის დოკუმენტები არსებობს. თავისუფალი მედია არ არსებობდა. არ არსებობდა თავისუფალი ბიზნესი. ყველა ბიზნესი იმართებოდა მთავარი პროკურორით, ადეიშვილით და მისი მოიდგილეთი. ეს არის ცინიზმის უმაღლესი საფეხური. თქვენ ხედავთ სად ვიყავით და სად ვართ ადამიანების უფლებების მხრივაც. გაუფორმებული დიქტატურიდან დემოკრატიული ინსტიტუტების სწრაფ აღმშენებლობამდე მივედით. მოხდა კოლოსალური ძვრა. მართლა ბრმა უნდა იყო, რომ ეს ყველაფერი ვერ დაინახო", - განაცხადა ივანიშვილმა და კიდევ ერთხელ მიმართა მოსახლეობას, არჩევნებზე მივიდნენ.

"აქვე ვიტყვი, რომ საქართველოში ვაპირებ ცხოვრებას და არსად წასვლას არ ვაპირებ. ასევე, მაქვს დიდი სურვილი, რომ უფრო ნაკლებად აქტიური ვიყო, და საზოგადოება თვითონ გააქტიურდეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics