06:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 12:03:41, 596 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი უსუფაშვილზე: დედა რა იყო ეს, დაბნეულობას და წინაისტერიულ ფონს აქვს ადგილი

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი, დავით უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობა შესთავაზა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, "დაბნეულობას და წინაისტერიულ ფონს აქვს ადგილი". 

"დედა რა იყო ეს? რატომ შესთავაზეს, ან მერე უარი რატომ თქვა. რაღაც საკითხებს ყვება ისეთს, რაზეც პოლიტიკოსებს შორის ჩვეულებრივი საუბარი ხდება, მაგრამ როდესაც ამას პოლიტიკურ განცხადებებში გამოიყენებ, ვფიქრობ, დაბნეულობას და წინაისტერიულ ფონს აქვს ადგილი", - განაცხადა ვოლსკიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ აკეტებს მსგავს განცხადებებს ივანიშვილიც, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერი უყვება საზოგადოებას, თუ რა ხდება კულისებში და რა ხდებოდა მის დროს.

"პოლიტიკურ ასპარეზზე როცა ხარ ადამიანი, ალბათ უფრო ღიაც უნდა იყო საზოგადოებისთვის, რაღაც უნდა უარყო, დაადასტურო, მაგრამ თუ რამეს ამბობ ბოლომდე უნდა თქვა. იმის ლაპარაკი, რომ რაღაც ვიცი და არ ვლაპარაკობ, ეს უკვე სპეკულაციაა", - განაცხადა ვოლსკიმ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics