|
2016-09-12 14:15:31, 1152 ნახვა
კომენტარი
ნინო გოგუაძე: საკონსტიტუციო სასამართლოში სამარცხვინო სიტუაციაა და ეს ხელისუფლების დამსახურებაა
ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ვითარდებოდა ერთი წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოზე შეტევა, რომლის შემდეგაც, პარლამენტის მეშვეობით, კანონმდებლობით საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზება მოახდინეს, - ასე შეაფასა „თავისუფალი-დემოკრატების“ წევრმა ნინო გოგუაძემ ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით. „ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა ის, რაც ჩვენ ყველამ ვნახეთ და რაც ყველამ კარგად ვიცით. თვალებს ვერ დავიბრმავებთ. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ვითარდებოდა ერთი წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოზე შეტევა. ვხედავდით, როგორი ზეწოლა იყო კონკრეტულ მოსამართლეებზე. ამის შემდეგ, პარლამენტის მეშვეობით, კანონმდებლობით საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზება მოახდინეს. ამასთან, გვითხრეს, რომ ხელისუფლება ცალკეულ მოსამართლეებს აშანტაჟებდა, თუმცა, მე არ ვიცი, ნამდვილად იყო თუ არა მსგავსი ფაქტი. მე ვიცი ერთი რამ - სამარცხვინო და სავალალო მდგომარეობაა საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირება და სამართალწარმოება შეჩერებულია. მოსამართლეები დღისით ძაღლებს ასეირნებენ და ჟურნალისტის კითხვაზე რატომ არ იმყოფება სასამართლოში ამბობს, რომ ამაზე განცხადებას თავად სასამართლო გააკეთებს. ეს ყოველივე ხელიუსფლების დამსახურებაა“, - აცხადებს გოგუაძე. შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლო განიცდის ზეწოლას, როგორც სასამართლოს შიგნიდან, ასევე გარე ძალებისგან, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჰერდის თორგეირსდოტირიმ ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, კომისიის ერთსულოვანი პოზიციაა, რომ მოსამართლეები ზოგადად უნდა იყვნენ დამოუკიდებლები თავის საქმიანობაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)