14:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 10:19:04, 683 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მუფთი: დღევანდელი დღე ურთიერთსიყვარულის, ობლების, გაჭირვებულების დახმარების დღეა

ბათუმის მეჩეთში შეკრებილებ მუსლიმებს საქართველოს მუფთმა  ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

ბეგლარ ქამაშიძის თქმით, 12 სექტემბერი  ურთიერთდახმარების,  ურთიერთსიყვარულისა და შერიგების დღეა.

"პირველ რიგში ყველა მუსლიმს და  არა მარტო საქართველოში მცხოვრებ, არამედ საქართველოს ფარგლებ გარეთ ყველა ქართველს და ყველა მუსლიმს მივულოცავ დღევანდელ, ძვირფას ყურბან ბაირამის დღესასწაულს.

"დღევანდელი დღე არის ურთიერთდახმარების, ურთიერთსიყვარულის,  შერიგების დღე. დღევანდელი დღე  ობლების, გაჭირვებულების დახმარების დღეა. დღეს ყველა ჩვენთაგანი მსხვერპლშეწირვის ყურბანს ვზეიმობთ,  არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო ზეიმობს ამ დღესასწაულს და ყველა ადამიანი ფიქრობს, რომ ხვთისწყალობა მიიღოს დღევანდელი დღის მადლით.  მინდა, დღევანდელი დღის მადლით დავლოცო ჩვენი ქართველი მორწმუნე, ყველა მუსლიმანი და დავლოცო საქართველო, ჩემი ქვეყანა"-აღნიშნა საქართველოს მუფთმა.

ლოცვის შემდეგ მორწმუნეები ყურბანის მსხვერპლშეწირვის რიტუალის შესასრულებლად ემზადებიან. რამდენიმე მუსლიმანური ოჯახი პირუტყვს დაკლავს და საქონლის ხორცს თანაბრად გაანაწილებს, რის შემდეგაც თითოეული ოჯახი თავიანთ წილს ნათესავებსა  და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაურიგებს. 

"ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, აჭარის მთავარ მეჩეთში მომლოცველებმა მისვლა დილის 7 საათიდან დაიწყეს. მოგვიანებით მისულ მუსლიმებს მლოცველთა სიმრავლის გამო,  ლოცვის შესრულება მეჩეთის ეზოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ   მოუხდათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics