01:50 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-09 19:26:02, 833 ნახვა

პოლიტიკა
ნუგზარ სურმანიძე წინასააჩვენო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული სიის პირველი ნომერი და  ქ. ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ სურმანიძე ამომრჩეველთან შეხვედრებს აგრძელებს.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დეპუტატობის კანიდატმა შეხვედრა ქ. ბათუმში, ტაბიძის ქუჩის მოსახლეობასთან გამართა.   

დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველს პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. 

ნუგზარ სურმანიძემ ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებზე და აღნიშნა, რომ „ყველა მოქალაქისათვის მსგავს სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა, ამიტომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელი შეეწყობა მასობრივი სპორტის განვითარებას, საყოველთაო ხასიათი მიეცემა სკვერებისა და სათამაშო მოედნების მოწყობას“.   

ნუგზარ სურმანიძესთან ერთად ტაბიძის ქუჩის მცხოვრებლებს 70-ე მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში მუხრან ვახტანგაძე შეხვდა. 

„ქართული ოცნება „დემოკრატიული საქართველოს“ მიზანია იზრუნოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე და სწრაფ განვითარებაზე. ჩვენი მთავრი საზრუნავი მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილებაა, რისთვისაც 2012 წლის შემდგომ აქტიურად ვახორციელებთ სხვადსხვა სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებს“- განაცხადა მუხრან ვახტანგაძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრა თითქმის ერთ საათს გაგრძელდა, დიალოგი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ადგილობრივებმა დეპუტატობის კანდიდატებს 67-ე საარჩევნო უბანში არსებული მდგომარეობა გააცნეს და მათი მოგვარების უმოკლეს გზებზე იმსჯელეს.  

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics