23:38 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 14:28:13, 1264 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: ივანიშვილმა ქართული ვერ ისწავლა და „რესპუბლიკელებს“ ინტელექტს უწუნებს

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ თუ კოალიციის დასუსტებაში იგულისხმება ის, რომ „რესპუბლიკელები“ თავისი გამოსვლებით „ოცნების“ წევრებს ჩრდილავდნენ, ეს „რესპუბლიკელების“ ბრალი არაა.

როგორც ბერძენიშვილმა "ექსპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, სანამ „რესპუბლიკური პარტია“ კოალიციაში იყო, „რესპუბლიკელები“ საკუთარი ძალებით გაერთიანებას აძლიერებდნენ. 

"თუ ვინმემ იტყვის, რომ თინათინ ხიდაშელმა ნატო-თან მიმართებაში საქართველოს პოზიციები დაასუსტა, ის იქნება მატყუარა ან უსინდისო. ჩვენ ჩვენს რესურს კანონშემოქმედებით საქმიანობაში სერიოზულად ვიყენებდით. ჩვენს რესურს ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით ვიყენებდით და ჩვენს რესურს პარლამენტის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის ვიყენებდით. თუ კოალიციის დასუსტებაში იგულისხმება, რომ ჩვენი გამოსვლებით „ქართული ოცნების“ სუსტ პოლიტიკურ ფიგურებს ვჩრდილავდით, ეს ჩვენი ბრალი არაა. „ოცნებაში“ ლაპარაკი 2-3-მა კაცმა იცის. „რესპუბლიკურ პარტიაში“ ფრაქციაში ათი კაცი ვიყავით და ათივემ ვიცით ლაპარაკი. კამერები რომ გამოჩნდებიან იციან, რომ პირველ რიგში კითხვა „რესპუბლიკელს“ უნდა დაუსვან. მოისმინეთ, რა ქართულით საუბრობს „ოცნების“ ლიდერი ივანიშვილი. ნახევარი არ ესმის ნახევარ საქართველოს. კაცმა ლაპარაკი ვერ ისწავლა და“რესპუბლიკელებს“ ინტელექტს უწუნებს. ეს ყველა საზღვარს გადაცდა. გასაგებია, რომ ივანიშვილს რაღაც დამსახურება აქვს, მაგრამ ახლა ამ დამსახურებაზე მეტს ითხოვს. ჩვენ ვიყავით იდიალური პარტნიორები. ჩვენ თუ „ოცნებას“ ვაკრიტიკებდით, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ისინი გაძიერებულიყვნენ. რაც არ გკლავს ის გაძლიერებს - თქვა ნიცშემ. სწორედ ნიცშეს ექსპერტია იანიშვილი ისე, რომ მისი არცერთი წიგნი არ აქვს წაკითხული. ივანიშვილი ჩვენ პარტიას ვერ მოკლავს, პირიქით, უსაფუძვლო ბრალდებებით გააძლიერებს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს სამეგრელოში მედიასთან შეხვედრისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკელებს“ კოალიციის დასუსტება სურდათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics