23:38 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 14:07:41, 708 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: ხალხს კი არ უნდა ეშინოდეს ხელისუფლების, ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს ხალხის

„ნაციონალური მოძრაობის“ გულრწფელი მონანიება ვერ ვნახე, როდესაც ისინი სხვადასხვა დანაშაულს აღიარებენ, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვერ ვნახე მათი გულწრფელი მონანიება. მე არ მომისმენია, მათ შორის არც სანდრა რულოვსისგან, რომ ისინი აღიარებენ ამ ტიპის დანაშაულებებს. ზოგადად ამბობს, რომ ჩახედა თავის მეუღლეს თვალებში და ამოიკითხა, რომ შეცდომებს აღარ გაიმეორებს. რომელ შეცდომებზეა საუბარი, ახალგაზრდა ბიჭები, რომ ჩახოცეს? პატიმრებს, რომ აწამებდნენ? მთელი ბიზნესი, რომ მართული იყო? ჯერ უნდა აღიარო დანაშაული, მერე უნდა თქვა, რომ აღარ გააკეთებ იგივეს. ჯერ მე არ მომისმენია მათგან ასეთი რამ. ახალაიას და მერაბიშვილს ჯერ კიდევ პოლიტპატიმრებად აცხადებენ და ესენი მოინანიებენ? გამოვიდეს ქალბატონი სანდრა მათ პოლიტპატიმრებად მიიჩნევს თუ დამნაშავეებად? მის განცხადებას თუ გავიხსენებთ, ლამის იდეოლოგიაში ჩასვეს, რომ მიშა ისეთი კაცია შეიძლება გეშინოდესო. შიშზე უნდა იყოს აგებული მართვა? ხალხს კი არ უნდა ეშინოდეს ხელისუფლების, ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს ხალხის. გამოვიდნენ და თქვან, რომ მერაბიშვილი და ახალაია სამართლიანად ზიან ციხეში, 26 მაისის და 7 ნოემბრის მოვლენები ასეთი არ უნდა ყოფილიყო, ბიზნესი იმართებოდა. აღიარონ და მერე დავიჯერებ”, - აღნიშნა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics